21:37 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 12:59:30, 2176 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის გამო, მერაბიშვილი და მისი კოლეგები ადამიანებს სჯიდნენ

„სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის გამო,  წლების წინ  ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირად სამწუხაროდ სიკვდილით მთავრდებოდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ გადის.

თალაკვაძის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა ყველა მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია.

„ადვოკატების განცხადების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა განსხვავებაა ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემასა და დღეს ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემას შორის. როდესაც ადამიანს, მის ადვოკატებს, შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოთქვან თავსი პოზიციები, მიიღონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი, ჩაიტარონ გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და საერთოდ, ეს გახდეს მსჯელობის საგანი, რისთვისაც წლების წინ სწორედ ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირად სამწუხაროდ სიკვდილით მთავრდებოდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყებაში მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics