09:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 12:51:54, 1357 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა

"ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს.

როგორც მთავრობის მეთქურმა აღნიშნა, ანგარიში კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა  და იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები და სამხედროები ეწევიან.

„ჩემი ვიზიტით ყოფნის პერიოდში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან მაღალი დონის მზადყოფნას, რაც აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.ანგარიში არის ძალიან კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ოფიცერს, ჩვენ სამართალდამცავებს, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მიუხედავად გაზრდილი გამოწვევებისა ჩვენს რეგიონში, ისინი აგრძელებენ თავიანთი სამუშაოს ძალიან ღირსეულად შესრულებას და შესაბამისად, ამ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics