|
2018-09-21 14:44:45, 1683 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა გნატოვსკი ხელმძღვანელობს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტის შემაჯამებელი შეხევდრა გაიმართა, მანამდე კი დელეგაცია სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია. კომიტეტის წევრებს საშუალება ჰქონდათ პენიტენციურ დაწესებულებებში შეუზღუდავად შესულიყვნენ და გადაადგილებულიყვნენ. ისინი პირადად გაესაუბრნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს. დღევანდელ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა იუსტიციის მინისტრს საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები გააცნეს, რაც რამდენიმე თვეში მათ საბოლოო ანგარიშშიც აისახება. მინისტრის მოადგილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყება მზადაა ევროსაბჭოსთან აქტიური თანამშრომლობისა და რეკომენდაციების გათავლისწინებისთვის და გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ ერთ დღეს საქართველოს პენიტენციური სისტემა სრულად ევროპული სტანდარტის გახდეს. თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ დელეგაციის მიერ გამოთქმული სამომავლოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, სრულად ემთხვევა სასჯელაღსრულების სისტემასთან გაერთიანების შემდგომ, იუსტიციის სამინისტროს ხედვასა და პრიორიტეტებს. მინისტრის თქმით, ამ პრიორიტეტების შესაბამისი გეგმის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემას კიდევ უფრო პროგრესულსა და თანამედროვეს გახდის. კერძოდ, თეა წულუკიანმა პრიორიტეტად დაასახელა პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და გათავისუფლებისათვის მომზადება; დაწესებულებებში სოციალური მუშაკების როლის გაზრდა; ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, რამაც სისტემას ციხეების ევროპული ტიპის მენეჯმენტის საშუალება უნდა მისცეს; არა მხოლოდ პატიმრებისათვის, არამედ თანამშრომლებისთვისაც ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა; პატიმრებთან უშუალოდ მომუშავე თანამშრომელთა მიზერული ხელფასების ზრდა და უნიფორმებით აღჭურვა. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ვიზიტებს ახორციელებენ პერიოდულად. საქართველოში კომიტეტის ბოლო ვიზიტი 2014 წლის 1 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა; ამ ვიზიტის შემაჯამებელი ანგარიში კი, კომიტეტმა 2015 წლის 15 დეკემბერს გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პასუხთან ერთად. ცნობისათვის: წამების პრევენციის კომიტეტი დაარსდა ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კონვენციის" საფუძველზე.
(NS)
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)