|
2018-09-21 14:23:14, 2230 ნახვა
ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა
ამბროლაურის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება“ პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა. "ამბროლაური 2018“ -ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს",საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და ამბროლაურის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა. სცენარის მიხედვით, ამბროლაურის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს აეროპორტის ტერმინალში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება ,,ამბროლაური- 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება. "ჩვენს აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება პირველად გაიმართა. რადგან ამბროლაურის აეროპორტი ჯერ მხოლოდ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და აქამდე საავიაციო უშიშროების კუთხით მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა. მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,-‘’განაცხადა დავით ბუხრაშვილმა. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. მსგავსი სახის სწავლება სექტემბრის დასაწყისში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართა.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)