|
2018-09-21 13:26:25, 2061 ნახვა
საზოგადოება
22 სექტემბერს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
„დღე მანქანის გარეშე“ - საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველომარათონის გამო, 22 სექტემბერს, 10:00-დან 11:00 საათამდე მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისად, ბაგებიდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე საბურთალოს გავლით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს და გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან. ამის შემდეგ, ბარათაშვილის ქუჩაზე აუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ანალოგიურად, დიდი დიღმიდან და საბურთალოდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით. ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და რბოლას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს. ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უეთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით.
(NS)
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)