09:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 19:59:43, 2745 ნახვა

პოლიტიკა
„ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო! ხმას დაუწიე როცა ვლაპარაკობ აქ! იდიოტო შენა“, - ხმაური პარლამენტში [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა:

„მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია ამდაგვარი ასეთი უგონო, უსახო და უშინაარსო მოხსენება, სადაც ადამიანი ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანს. მე წინააღმდეგი ვარ ხოლმე ყოველთვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რადგან დაახლოებით ვიცოდი, რომ ასე დამთავრდებოდა. მაინც პარლამენტმა გადადგა ეს ნაბიჯი, შეიქმნა კომისია და რა? თურმე სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად გჭირდებოდათ. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსებიც ხართ, უტიფრებიც, უზრდელებიც ხართ და კიდევ მეტიც, თავს ვიკავებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებამ „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა, რა დროსაც პაპუაშვილმა უმცირესობის დეპუტატ ელენე ხოშტარიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დამამთავრებინე, ხმას დაუწიე! ან რა მორალური უფლება გაქვთ მანდ რო ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს, ან კომისიის წევრობა და ხელმძღვანელობა რათ გინდათ?“.

ხოშტარიას შემდეგ, პაპუაშვილი გიგა ბოკერიასაც დაუპირისპირდა: „ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო! ხმას დაუწიე როცა ვლაპარაკობ აქ! იდიოტო შენა. გაჩერდი, ყველაფერი იციან თქვენზე უკვე. თქვენი მოწყობილია ეს ყველაფერი“, - მიმართა პაპუაშვილმა ბოკერიას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვითარება განმუხტა და სხდომა გაგრძელდა, თუმცა რამდენიმე წუთში, პაპუაშვილმა საკუთარი ადგილი დატოვა და ელენე ხოშტარიას მიუახლოვდა, რასაც კვლავ ხმაური მოჰყვა.

მომხდარის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics