20:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 19:25:16, 2522 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორის კომისიაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 2014-2015 წლებში პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ფაქტები შემირდა. 

„ფიზიკურ დაპირისპირებას რაც შეეხება, თუ არ მეშლება,  ეს არის პირველი შემთხვევა, რომელიც ამ არჩევნებისთვის შექმნილი კომისიის ფარგლებში იხილება და განსაკუთრებით სამართალდამცავ უწყებებს მინდა, ვთხოვო ყურადღება ასეთ თემებზე, რადგან, როგორც წინა არჩევნებზე ვნახეთ, ამგვარი საქმეების რიცხვი იყო დრამატულად შემცირებული 2014-2015 წლებში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ. ეს ნამდვილად არასერიოზულია და თუკი ფიზიკური დაპირისპირება იღებს უკვე იმ ფორმას, რაც  სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება დაკვალიფიცირდეს, იქ, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოების პასუხი უნდა იყოს საკადრისად მკაცრი", - განაცხადა წულუკიანმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics