2018-09-20 17:03:17, 2958 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6193 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6179 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ, 3.0693 ლარად შეგეძლებათ, დღეს კი, მისი ფასი 3.0606 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,