|
2018-09-20 16:55:45, 1974 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ხორავას საქმეზე: კომისიამ ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ პროკურატურა და შსს იყო მართალი
„ჩვენ დავუშვით ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც შევქმენით ეს საგამოძიებო კომისია და როდესაც ამ კომისიაშიუმრავლესობა მივეცით უმცირესობას. გვქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ ამ პრივილეგიას, უმცირესობა არ გამოიყენებდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა, ანგარიში,საბოლოოდ, ასახავს ამ პოლიტიკურ კონტექსტს, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „შემიძლია, ზოგადად, მოგახსენოთ იმისთაობაზე, თუ რა იყო მოლოდინი და თუ რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი. თავიდანვე კომისიამ თავის თავს დაუსახა ძალიანამბიციური ამოცანა, რომ დაედგინა ჭეშმარიტება ამ საქმეზე. მოგეხსენებათ, პრეტენზია, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და მათშორის საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ გახსნეს ბოლომდესაქმე და ვერ დაადგინეს ბოლომდე ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა სარალიძეს.აქედან გამომდინარე, ამოცანა დაისახა კომისიამ ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა, ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვისთავზე, კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს, ბუნებრივია, იმის ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა,შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მართალი და კერძოდ, საუბარია, იმაზე, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომლებიცხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი და აქედან გამომდინარე, საუბარივინმეს პოლიტიკურ და მითუმეტეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის, რა თქმა უნდა, ზედმეტი და ეს არისმხოლოდ და მხოლოდ, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც. მისი თქმით, სისხლის სამართლებრივიპასუხისმგებლობის თაობაზე მსჯელობა სასამართლოს პრეროგატივაა. „საქმე არის სააპელაციო სასამართლოში. რამდენიმე პირი იყო ჩართული იმ ინციდენტში, რომელსაც მოყვა, სამწუხაროდ,ფატალური შედეგი და სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე დამატებით აქვს საშუალება სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე,სასამართლო ხელისუფლებას, რომ მეტი გარემოება დაადგინონ და ამის საფუძველზე იმსჯელონ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის, საბოლოო ჯამში, სასამართლოსპრეროგატივა. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მეორე ინსტანციას, მესამე ინსტანციას და ამის საფუძველზე და ამის შემდეგ უნდაგამოვიტანოთ საბოლოო დასკვნები. მთავარი, კიდევ ერთხელ, არის ის, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. დადგინდეს ის,თუ ვის რა წვლილი მიუძღვის ამ ფატალურ ინციდენტში. შესაბამისად, ინტერესი არის საქმის გახსნა",- განაცხადა ირაკლიკობახიძემ. მისი შეფასებით, არსებობს ობიექტური განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ობიექტური გარემოებები საქმის გახსნასხელს უშლის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ საერთო სურათი საკუთარი თვალით ნახა და ეს მის ანგარიშშიც უნდაასახულიყო, თუმცა, წარმოდგენილ დასკვნაში ოპოზიციამ ამას გვერდი აუარა. ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს გაწეულისაქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომისიამ, სამთვიანი მუშაობის პერიოდში, იმაზე მეტი ვერდაადგინა, რაც დაადგინეს საგამოძიებო ორგანოებმა. „არსებობს ობიექტური განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ობიექტური გარემოებები უშლის ხელს საქმის გახსნას. ესარის, მაგალითად, ის გარემოება, რომ კონკრეტული მოწმეები არ იძლევიან ჩვენებებს. იყო ჩვენს შემთხვევაში ასეთი ფაქტი,როდესაც დააკავეს კონკრეტული არასრულწლოვნები, წავიდნენ კომისიის წარმომადგენლები შესაბამის დაწესებულებაშიგამოკითხვის ჩასატარებლად, თუმცა, მათ გამოიყენეს დუმილის უფლება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ობიექტური გარემოებებიარ იძლევა საქმის სათანადოდ გახსნის შესაძლებლობას. ეს არის საერთო სურათი, რომელიც თავისი თვალით ნახა კომისიამ და ესეცუნდა ყოფილიყო ასახული, რა თქმა უნდა, ანგარიშში, თუმცა ამას გვერდს უვლის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დასკვნა. ჩვენგვექნება დადგენილების ჩვენი პროექტი, რომელიც დღეს გამოვა სესიაზე და კენჭს ვუყრით ჩვენს დადგენილებას, რომელშიც იქნებაასახული ჩვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა, რა თქმა უნდა,კომისიის თითოეულ წევრს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის. ეს იყო ძალიან ინტენსიური მუშაობის სამთვიანიპერიოდი. უამრავი ადამიანი გამოიკითხა, უამრავი ახალი გარემოება დადგინდა ამ მუშაობის განმავლობაში. შესაბამისად, გაწეულიქნა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოლოოდ, იმაზე მეტი, რაც დაადგინესსაგამოძიებო ორგანოებმა თავის დროზე, ამ სამი თვის განმავლობაში რეალურად კომისიამ ვერ დაადგინა ამ ობიექტური მიზეზებისგამო",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)