|
2018-09-20 16:23:19, 1791 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში რიგი ცვლილებები შედის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი გახდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზე განთავსებაც სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციის და განლაგებისას. „კანონპროექტით შესაბამისი მუხლი ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. თუმცა მისივე თქმით, ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები. კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი. საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ. დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიხატა სათამაშო აპარატების სალონში სიგარეტის მოწევასთან მიმართებაში არსებული ცვლილების მიმართ. „ამ საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, რა არგუმენტები არის ამის საპირწონედ, რომ ეს წესი დავადგინოთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. კომიტეტმა განიხილა კანონპროქტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „ცვლილების შეტანის შესახებ". ერთ-ერთი ინიციატორის, გოგა გულორდავასგანმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ყველა მონაცემს, ფოტოსურათის ჩათვლით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, „თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. „აღნიშნული ნორმატიული განაწესი იძლევა საშუალებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მოწმეებისა და პოლიციის გარეშე, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სანდო მონაცემის მოპოვებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის ზუსტი იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქმის ადგილზე განხილვასა და გადაწყვეტას. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში საჯარიმო ქვითარი ძირითადად ივსება ელექტრონული სახით. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომა იძლევა ელექტრონულ ქვითარში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ავტომატურ რეჟიმში ასახვის შესაძლებლობას, რაც შეამცირებს არასწორი ან არასრული მონაცემების გამო მათი გაუქმების სტატისტიკას", - განაცხადა გოგა გულორდავამ. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს მიენიჭებათ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება. „მინიმუმამდე შემცირდება არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად ან არასწორად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა", - განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტის აპარატის უფროსის, კობა გრიალაშვილის განმარტებით, კომიტეტს აქვს შემოთავაზება, შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება არ მოხდეს უსაფრთხოების დარღვევით. განხილულ კანონპროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)