|
2018-09-20 13:53:01, 2189 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ და სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება. მინისტერიალის დაწყებამდე გიორგი ქობულია სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე. როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, სავაჭრო საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის ძირითადი თემა იყო იმ პროგრესის განხილვა, რომელიც საქართველოს აქვს ევროსტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. „მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მალმსტრომი მიესალმება და იწონებს ჩვენს მიერ არსებული გეგმის განხორციელებისა და შესრულების ტემპებს. ასევე აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირთან, რომლის ზრდამაც, აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით 12 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვილაპარაკეთ რამდენიმე გამოწვევაზე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები მეცხოველეობის სექტორში, რათა ჩვენმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ, მაქსიმალურად გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. ასევე განვიხილეთ სახელმწიფო შესყიდვების სტანდარტების ზრდა საქართველოში და თუ ჩვენ მივაღწიეთ ორ-სამ თვეში დაგეგმილ შედეგებს და მივიღეთ აკრედიტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩვენი კომპანიები შეძლებენ უკვე ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. პირველ არაოფიციალურ მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ უკრაინისა და მოლდოვის სამთავრობო დელეგაციები.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)