08:48 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 13:08:03, 1879 ნახვა

პოლიტიკა
„დიალოგისთვის მზად ვართ, თუ ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებთ“ - ანატოლი ბიბილოვი ქართულ მხარეს პირობებს უყენებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონი საქართველოსთან დიალოგს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ოფიციალური თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს და "რესპუბლიკის" დამოუკიდებლობას აღიარებს. 

როგორც ბიბილოვმა გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ე.წ. რესპუბლიკა ქართული მხარისგან პროვოკაციებს ელოდება. მისი თქმით, 2018 წელს ე.წ. სამართალდამცველებმა საზღვარზე 400-მდე ადამიანი დააკავეს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ქართული მხარე საზღვრის დემარკაციაზე უარს ამბობს.

"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. ამასთანავე, ვასახელებდით ყველა პირობას, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რატა დიალოგი შედგეს. პირველი არის ცეცხლის შეწყვეტის შესახემ შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ხელი არ მოაწერა და როგორც სჩანს, არც მოაწერს. გასაგებია, რომ მათზე გავლენას ამერიკა ახდენს და ეს უკვე აშკარაა. მეორე პირიბა არის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. რაც შეეხება პროვოკაციებს, მხოლოდ ამ წელს 400 შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას საზღვართან ხშირად ჩამოჰყავთ უცხოელი პარტნიორები, პერიოდულად ხდება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ზოგჯერ დაგეგმილად, ზოგჯერ კი შემთხვევით, არის შემთხვევები, როდესაც მათ სასულიერო პირებს და მრევლს, ჰგონიათ, რომ ლიტურგია ჩვენს მიწაზე უნდა აღავლინონ და ასე შემდეგ. უახლოეს პერიოდში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ჩვენ პროვოკაციების მორიგ კასკადს ველოდებით. ის ხდები იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტავის მოსახლეობას ქვეყანაში არსებული პრობლემებისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, ამით, ისინი ამომრჩევლებს ფსევდოპატრიოტიზმს უზიარებენ", - აღნიშნა ბიბილოვმა. 

ბიბილოვმა დაგეგმილ ვიზიტებზეც ისაუბრა. წელს ის აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას გეგმავს, მომავალ წელს კი ყირიმში ჩასვლას აპირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics