11:26 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 12:14:10, 1283 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 20 სექტემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" გაიხსნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიეტუვას მთავარმა არქივისტმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს.

კონფერენცია სამი სექციისაგან შედგება. მასში 120-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ამასთან, კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics