|
2018-09-20 10:38:28, 742 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი იოსები ზურაბიშვილს: თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება - გამხელთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ
„ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თუ როგორი საშიში გახდებით“, - ასე მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მიტროპოლიტის მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა: „კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით, თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ თურმე ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დასძენთ: რად გინდათო ამდენი ტაძრების აშენება, როცა უამრავი გაჭირვებულიაო საქართველოში, ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ამ და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს ხმა მას მიეცითო, მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს, ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულობელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ, გამხელთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. ამიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ.“, - ნათქვამია მიტროპოლიტი იოსების მიმართვაში. შეგახსენებთ, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციასა და ექსპორტზე მთავრობის ინიციატივა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას თავად გაუძღვება. ამ განცხადების გამო, პრეზიდენტობის კანდიდატი სასულიერო პირებმა გააკრიტიკეს და ზოგიერთმა მათგანმა მოქალაქეებს მოუწოდა, ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირონ. საპასუხოდ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „სასულიერო პირები იმაში ერევიან, რაც მათი საქმე არ არის“. "არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)