|
2018-09-19 18:36:32, 1353 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვერდაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ახალგაზრდების როლზე მუნიციპალურ საქმიანობაში. აჭარის ახალგაზრდული კავშირი 2004 წელს ნიგაზეულის ახალგაზრდების ინიციატივით დაარსდა და ახორციელებს კულტურულ, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ღონისძიებებს. მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდულ განყოფილებასთან ერთად მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირი ჩაერთვება შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათემო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესში.
შუახევის მერი ახალგაზრდებს მხარდაჭერას დაპირდა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის აუცილებლობაზე საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. შეხვედრას შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის დამფუძნებელი მირიან აბაშიძე ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)