|
2018-09-19 18:02:36, 1943 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი ზურაბიშვილზე: ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის მიმართ
„ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, მიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები",- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატები მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებით უნდა შეფასდნენ. „ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა და ეს იყო მისი უშუალო პასუხისმგებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია, სწორედ, ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ შეამციროს საგარეო საფრთხეები და გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მინიმუმ, პრევენტიულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც სწორედ მისი საქმიანობის, მისი აქტიური მოქმედებებით, მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. ასე რომ, თუ ჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცა გვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატი, წლების მანძილზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან და ახლა დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, არამედ ის, ჩვეულებრივად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციურ ვალდებულებებს მოემსახურება. „ამ დამოკიდებულებით ერთმანეთთან და ამ საარჩევნო კამპანიით ერთმანეთთან ქიშპობა ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის და მე პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო: ჩვენ გვაქვს აქ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მიზნები არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენი, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მიზანია, რომ ქვეყანამ აირჩიოს, ჩვენმა საზოგადოებამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მოემსახურება იმ კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს, მაგრამ მე რასაც ვხედავ დღეს და მთელი ჩვენი ოპოზიციური სპექტრის მოქმედებებში გამოიხატება, ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, რასაც მე ვაანალიზებ, მიზანმიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს. „აქ მე მინდა, გითხრათ, რომ როგორც თქვენ ვერ გაბედეთ და თქვენს დანაშაულებრივ წარსულზე ვერ აიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ვერანაირად ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ:ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ბედნიერება ეს არის უბედურებისგან თავის დაღწევა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თავი დავაღწიეთ იმ უბედურ, თქვენს დიქტატორულ მმართველობას და კარგად გვაქვს გააზრებული, რა არჩევანი და როგორ უნდა გავაკეთოთ. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იყოს ძალიან აქტიური და მაქსიმალურად გავიაზროთ, თუ რა საერთო პოლიტიკურ მიზნებთან გვაქვს საქმე",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)