|
2018-09-19 17:06:03, 1778 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი კახაბერი: არ ვაპირებ ზურაბიშვილს მივცე ხმა - ის ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს, ან არჩევნებში მონაწილეობას აგვიკრძალავს
დეკანოზი კახაბერი: ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში მონაწილეობას აგვიკრძალავს „პირადად მე არ ვაპირებ რომ ზურაბიშვილს მივცე ხმა და ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს... ის პრეზიდენტობის შემთხვევაში ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას“, - ასე გამოეხმაურა მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც სამღვდელოება კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა. მამა კახაბერის თქმით, სასულიერო პირებს აზრის გამოხატვის უფლება ისევე აქვთ, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს. „არანაირად კონკორდატის დარღვევა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასულიერო პირები საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყანაში სხვადასხვა პროცესებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილს კი არ აქვს უფლება მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ის რომ ეკლესია ერევა, ეს ტყუილია, ეკლესია არ ერევა. ისევე როგორც, მე, ჩემი პირადი აზრი შემიძლია გამოვხატო და გითხრათ, რომ მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო, ან ამას მიეცით, ხმა ან იმას მიეცით ხმა, რადგან ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი, ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს, თუმცა პირადად მე, ნამდვილად არ ვაპირებ მას მივცე ხმა და ამისი უფლება მაქვს როგორც მოქალაქეს, მე არ მომწონს მისი პოზიციები თუნდაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი. თითქოს ირღვევა კონკორდატი ეს არ არის სიმართლე, კონკორდატი დაირღვეოდა მაშინ, რომ ეკლესიას დაერღვია კონსტიტუციის რომელიმე მუხლი. ეკლესიას კონსტიტუციის მუხლი არ დაურღვევია, ჩვენ ვაფიქსირებთ აზრს, ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, რომ გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, კანონით არის ეს მიღებული და როგორ, სასულიერო პირს არ აქვს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან ან არჩევნების მონაწილების უფლება არ უნდა მოგვცენ. გამოდის რომ მას პრეზიდენტობის შემთხვევაში რომ თქვა, ეკლესიას მივხედავო, მოგვხედავს ასე, რომ ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა დეკანოზმა.
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)