01:02 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 10:37:41, 3101 ნახვა

ეკონომიკა
OPIC-ის პრეზიდენტი - საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კაპიტალდაბანდებისთვის OPIC-ი ამჟამად რამდენიმე პორტის თემას  განიხილავს.

"სამაცივრე მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. სამომავლო პროექტები განიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და  საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება", - განაცხადა რეი უოშბერნმა.

მისი თქმით, პრემიერისგან მიიღო ინფორმაცია ტურიზმის მზარდი ციფრების შესახებ და შესაბამისად იზრდება სასტუმროებზე მოთხოვნაც და OPIC-ი ამ მიმართულებითაც იაქტიურებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics