|
2018-09-18 16:14:02, 1657 ნახვა
საზოგადოება
WHO: საქართველომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა ეფექტურად განახორციელა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური კომიტეტის 68-ე სესია გრძელდება. მონაწილე 53 ქვეყნის წარმომადგენლიდან, სესიის აღმასრულებელ პრეზიდენტად, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აირჩიეს, რომელიც დღევანდელი სესიის წამყვანი იყო. ჯანმოს წარმომადგენელთა წინაშე, დღეს სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრა. „მდგრადი განვითარების მიზნები აერთიანებს მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს. საქართველოს მთავრობის სერიოზული მიღწევა იყო 2012 წელს ძირითად პრიორიტეტად ჯანმრთელობის დაცვის გამოცხადება. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით მოვახდინეთ ისეთი კომპონენტების ინტეგრირება, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, ძირითადი სტატისტიკა და ჯანდაცვის საფუძვლები-ხარისხი, მიწვდომადობა და ფასი. ძირითადად ეს არის მდგრადი განვითარების ანატომია. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება იყო ძალიან ამბიციური გამოწვევა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრი გამოსვლაში, მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერის გარეშეც საქართველოსთვის, მსგავსი სახის რეფორმების განხორციელება რთული იქნებოდა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი გასაღები, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების უმეტესობას ესადაგება. მინისტრმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, ისეთზე როგორიცაა : ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, პირველადი ჯანდაცვა და ა.შ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზციაში, საქართველოს მაგალითს სხვა ქვეყნებსაც უზიარებენ და აცხადებენ, ქვეყანამ შეძლო არჩევანის გაკეთება და შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა.
(NS)
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)