10:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:29:02, 919 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე სტრატეგია ამერიკელ პროფესორთან ერთად განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების  პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს, გრეგ კრავჩუკს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. შეიქმნა გამართული მონიტორინგის სისტემა და დაიგეგმა ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის  ამერიკის მრავალწლიანი გამოცილების გაზიარების შედეგად, მოხერხდა მავნებლის პოპულაციის შემცირება.

გრეგ კრავჩუკი მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID/REAP-ის მხარდაჭერით მესამედ სტუმრობს.

„ჩვენ ერთად შევთანხმდებით, რა იქნება საჭირო 2019 წლისათვის, რაც დაეხმარება ქართველ ფერმერებს  გაუმკლავდნენ ფაროსანას. ფაროსანა არის მავნებელი, რომლის განადგურებაც  ერთ ან ორ წელიწადში წარმოუდგენელია. ვიმედოვნებ, ერთად მუშაობის პერიოდში განვავითარებთ ბრძოლის მეთოდებს“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მეცნიერი  დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ჩავა, შეხვდება ფერმერებს და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სახელმწიფოს მიერ, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია  573 ათასი ჰექტარი ფართობი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics