10:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:00:45, 1029 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს.

როგორც კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინა სხდომაზე გაცემული დავალების შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება.

„ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებითა და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც „სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს,  ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ შედეგი სამშენებლო სექტორის შემთხვევაში უკვე გამოიღო. 

„ჩვენ იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით, აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics