20:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 15:31:51, 2967 ნახვა

კომენტარი
„ღმერთი არ გაუწყრეს ამომრჩეველს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთოს“ - მეუფე პეტრე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

სინოდის წევრი, მეუფე პეტრე ცაავა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

სასულიერო პირმა პრეზიდენტობის კანდიდატი გააკრიტიკა:

"ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - "დაფრანგული". მაშინ როდესაც მე-18, მე- 19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მათ, ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში, მათ აზროვნებას გაუკუღმართებული ანუ დაფრანგული უწოდა. ეს სიტყვა დღემდე არსებობს. ჩვენი დაფრანგულუ ქალბატონი, თავისი დაფრანგული აზროვნებით, ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაუშვებს. ღმერთი არ გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა, ეს არის ბოროტება, ეს არის სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და სხვა კიდევ 5 ქართული მიწა, არის მოუშუშებელი ღია ჭრილობა ქართველი ერისთვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება. განგრენა საქართველოში არის, ქვეყანაში ე.წ. მე-5 კოლონის არსებობა. განგრენა არის ანტიეროვნული შეგნება საქართველოში, ეს არის მტრობა, ფულის, თანამდებობის გაკერპება და ამისგან ერი უნდა განთავისუფლდეს", - განაცხადა მეუფემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics