|
2018-09-17 15:11:46, 1662 ნახვა
საზოგადოება
„სალომე, შენ ხარ სამარცხვინო“ - ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გაიმართა
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი რუსეთთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სასტვენებით და პლაკატებით აპროტესტებდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სერგი გიგაურმა აღნიშნა, ზურაბიშვლი „რუსულად მოაზროვნე და რუსული დავალებების შემსრულებელია“. „ის პირდაპირ თავისი მესიჯებით არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდედებელი სახელმწიფო, ყველა ახალგაზრდის, ყველა მოქალაქის ვალი არის სულ მცირე დისკომფორტი მაინც შეუქმნას ამ ადამიანს და არ მისცეს თავისუფლად მონაწილეობის უფლება საპრეიდენტო არჩევნებში, დღევანდელ მის განცხადებებს რაც შეეხება, ეს არის მმართველ გუნდთან კონსულტაციის შედეგი, კამპანიაზე გათვლილი მესიჯები, რომელსაც ის რეალურად არ ფიქრობს და რეალურად მისი მთავარი მესიჯი არის, რომ მოვიდეს ხელიუფლებაში“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სერგი გიგაურმა. „როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამას ბევრჯერ იმეორებს, და ამ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები იყენებენ საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა, დღევანდელი ზურაბიშვილის პოზიცია დაგვიანებულია, რა თქმა უნდა, ტყუილია, ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს სპონტანირად შევიტყვეთ, რომ დღეს იხსნებოდა, მისი საარჩევნო შტაბი, მოვედით და ვაპროტესტებთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა დიაროვმა. ცნობისთვის, შტაბის გახსნის ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოპონენტები არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, რუსეთთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა: „რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით, რა თქმა უნდა, რუსეთისგან დაცვა. ემიგრაცია ევროპაში ბოლომდე ატარებდა დამოუკიდებლობის დროშასა და იდეას. ჩემი დაბრუნება, როცა ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი იყო, იყო მიმართული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროპაში დაბრუნებისკენ, სადაც ყოფნა ეკუთვნის. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვამბობ, ამას ვამბობ დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როდესაც დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენიტეტი და, რის გამოც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოდან და დავიბადე საფრანგეთში. ასევე, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც შეიძლება, ყველაზე კარგად ვიცი, ყველა საერთშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)