05:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 14:31:16, 575 ნახვა

რეგიონი
შუახევის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა

ახალი სასწავლო წლის დაწყება შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძე და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

მიმდინარე წელს, შუახევის საჯარო სკოლაში 160 მოსწავლე, მათ შორის 12 პირველკლასელი ჩაირიცხა.

პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები და სახელმძღვანელოების ახალი სრული პაკეტი გადაეცათ.

სახელმძღვნელოების სრული ახალი პაკეტი გადაეცათ ასევე მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

ხელმძღვანელმა პირებმა დღესვე დაბა შუახევის საჯარო სკოლის პანსიონი დაათვალიერეს და არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნენ, გაესაუბრნენ პედაგოგებსა და დამხმარე პერსონალს.

სულ შუახევში 1839 მოსწავლე, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა.

მათ სწავლა-განათლებაზე 833 პედაგოგი იზრუნებს.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა მუნციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics