2015-06-06 16:59:48, 382 ნახვა
საზოგადოება
აბანოთუბანში აქცია „დამიცავი თბილისი“ როკ-კონცერტის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოდან აქცია-მსვლელობამ „დამიცავი თბილისი“ აბანოთუბანში გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები დედაქალაქში მასშტაბურ მშენებლობებს და მწვანე საფარის განადგურებას როკმუსიკის ფონზე აპროტესტებენ.
აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება და მისი მონაწილეები თბილისის ისტორიულ უბნებში კერძო მშენებლობების შეწყვეტას მოითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან