|
2018-09-17 12:05:31, 1477 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ჩვენ ვიქეცით გამძლე ერად, რომელიც აფასებს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
ათასობით წლის განმავლობაში საქართველო იდგა ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და უამრავი უცხო ქვეყნის შემოსევას გადაურჩა; ამ გამოცდილების გამო ჩვენ ვიქეცით გამძლე ერად, რომელიც აფასებს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომლის სათაურია - "აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა". მთავრობის მეთაური წერილში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ ძლიერი ამერიკული ლიდერობა მსოფლიოს უკეთეს და უსაფრთხო ადგილად აქცევს, როგორც საკუთარი მოქალაქეებისთვის, ისე - ყველასთვის. "ვყოფილვარ კომპანიის გენერალური დირექტორიც და ფინანსთა მინისტრიც, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი ვარ და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უდიდესი კატალიზატორი. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამ სამ სვეტს ეფუძნება საქართველოს განვითარების მოდელი. ათასობით წლის განმავლობაში იდგა საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და უამრავი უცხო ქვეყნის შემოსევას გადაურჩა. ამ გამოცდილების გამო ჩვენ ვიქეცით გამძლე ერად, რომელიც აფასებს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მეგობრები ახლოს უნდა გვყავდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჭეშმარიტი მეგობრობის საქმეში. შეერთებულ შტატებში უკვე აღიარებულია მშვიდობის განმტკიცებაში ჩვენი წვლილი და სხვებისთვის სამაგალითოდ მოვიაზრებით. ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ეგზისტენციალური ეკონომიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოების სფეროში დახმარება ფასდაუდებელია და ამის გაზვიადება შეუძლებელია. ბოლო წლებში საქართველომ გააძლიერა ურთიერთობები აშშ-თან და ამერიკული იდეალებისა და თავისუფალი ბაზრის, პროდასავლური პოლიტიკის შესაბამისად ჩამოყალიბდა. მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ჩვენს ორ ერს ღრმა, მტკიცე და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა აქვს განვითარებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგესთან დიალოგი ბევრად სჯობს მასთან კონფლიქტს. საქართველო მზად არის, დაეხმაროს ამერიკას ჩვენი რეგიონის ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტის პოვნაში. საქართველო მდებარეობს ამერიკისთვის ბევრი სასიცოცხლო ინტერესის კვეთაზე. ჩვენ ვართ ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის ნებისმიერი წარმოსახვითი ღუზა და ევროპისა და აზიის ვაჭრობისა და ენერგომარშრუტების დამაკავშირებელი უცილობელი კარიბჭე. როგორც ამერიკის უახლოეს პარტნიორს ამ რეგიონში, საქართველოს, გეოგრაფიამ და ისტორიამ მნიშვნელოვანი ცოდნა შესძინა ფართო რეგიონულ და ახლო აღმოსავლეთის კულტურათა და ინტერესების სფეროში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში. პუბლიკაცია დღეს პოლიტიკურ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა, რომელსაც აშშ-ში დიდი აუდიტორია ჰყავს.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)