11:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 16:35:32, 364 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი კარლ XVI გუსტავს შვედეთის სამეფოს დროშის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს შვედეთის სამეფოს დროშის დღეს ულოცავს

„ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა შვედეთის სამეფოს დროშის დღესთან დაკავშირებით.

ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს შვედეთთან მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას. იზიარებენ რა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებას თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს კეთილშობილურ მიზნებში, შვედეთის სამეფოსა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics