18:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 19:34:33, 1883 ნახვა

კომენტარი
„ნაცმოძრაობას“ ახასიათებს საარჩევნო პროცესის კომპრომეტირების მცდელობა"

პოლიტოლოგი გია აბაშიძე 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს:

„სამართლიანი არჩევნების“ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, რომ მიმდინარეობს მზადება მასობრივი გაყალბებისათვის, ხოლო მმართველი გუნდი არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე საუბრობს. რამდენად სერიოზულია ანგარიშში აღნიშნული დარღვევები?

ცხადია, ხარვეზები საარჩევნო პროცესში არის. მთავარია, რა მასშტაბის, რა ხასიათის და როგორია მასზე ხელისუფლების რეაგირება. ოპოზიცია ახსენეთ და ნაცმოძრაობას ახასიათებს ფაქტების გაბუქება და მთლიანი პროცესის კომპრომეტირების მცდელობა. ეს არაა ახალი. არც ისაა ახალი, რომ ამ ხარვეზების ჰიპერბოლიზაცია ყოველთვის გარკვეულწილად ორკესტრირებულად ხდება ერთი მათთან დაახლოებული კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მხრიდანაც. რას ამბობს ეს ანგარიში? იმას, რომ 73 საოლქო კომისიიდან 14-ში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, ხოლო 8 კიდევ სხვა, ასევე 13-კაციან საოლქო კომისიებში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი 8 აქტივისტი აირჩა. როდესაც არსებულ პროგრესზე წინა ინტერვიუში გითხარით, გავიხსენოთ თუნდაც 2012 წლის არჩევნები და ნახავთ პოლიტიკური ნიშნით, ათეულობით თუ არა ასეულობით სამსახურებიდან გაძევებული ადამიანების ჩამონათვალს, ფიზიკურ ზეწოლა-მუქარებსა და ანგარიშსწორებებს სამართადამცველი და ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან და ა..შ. ცხადია, ეს საარჩევნო გარემო იდეალური არაა, მთავარია არსებული ხარვეზების გამოსწორება

და კონკრეტულად რაში ხედავთ პრობლემებს და რა უნდა გაკეთდეს?

- დავკონკრეტდები - ხარვეზები და არა პრობლემები. ISFED ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავროებოები არიან ქვეყნის დემოკრატიული პროცესების, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზედამხვედველო ორგანიზაციები. კარგი გაგებით, ჩასაფრებულნი - ხელისუფლებასა და ცესკოს ატყობინებენ სხვადასხვა მიმართულებებით არსებულ ნაკლოვანებებზე და ცესკოც ოპერატიულად და საფუძვლიანად რეაგირებს მათზე. საგულიხმოა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული ერთადერთი რეკომენდაცია - კომისიების წევრებმა არ უნდა იქონიონ კომუნიკაცია პოლიტიკური პარტიების წევრებთან და აღიკვეთოს პოლიტიკური ინტერესების გატარება. დაველოდოთ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინასაარჩევნო მიგნებებსაც. საინტერესო იქნება რამდენად დაემთხვევა ანდა რა ხარვეზებს ნახავენ იმ პროცესში, რომელიც მუდმივად დახვეწადია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics