|
2018-09-14 13:25:53, 9870 ნახვა
კულტურა
საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge ანაჰიტ სტელმაშოვასა და ილია ლომთათიძის წარმატების თანამონაწილე კიდევ ერთხელ გახდა
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSIC FEST წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. წელს ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტებისთვის სპეციალური მასტერკლასები ჩაატარა. „ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე ელისო ბოლქვაძემ მომიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პიანისტების განვითარებისთვის, რადგან აქ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ხელოვნებასთან", - განაცხადა მიშელ სონიმ. ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ახალგაზრდა პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge-ის ბენეფიციარი ახალგაზრდა პიანიასტები - ანაჰიტ სტელმაშოვა და ილია ლომთათიძე. „ ფესტივალი მეექვსედ ტარდება ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. მასტერკლასებს ატარებენ ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი, რომლებისგანაც ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც ხელს მიწყობს ესპანეთში, საერთაშორისო კონკურზე გამგზავრებაში", - განაცხადა ილია ლომთათიძე. ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)