08:43 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 18:34:58, 1190 ნახვა

საზოგადოება
„იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ.

ჟურნალისტები პრემიერს და მთავრობას მოუწოდებენ, მოხდეს შეთანხმება „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცეს.

„ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ტელეკომპანიაში ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტელი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის მიზნით. გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, ობიექტურად და დაბალანსებულად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია. იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე. გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, გაითვალისწინონ ყველა ზემოთხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ ტელევიზიამ გააგრძელოს მუშაობა. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics