11:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 09:29:16, 389 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილი შოთაძეს მთავარ პროკურორობას დაჰპირდა

„ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მიყვანის შემთხვევაში მთავარ პროკურორობას დაჰპირდა“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა,  ირაკლი შოთაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

„დღეს იყო მართლაც განსაკუთრებული მოვლენა, როდესაც დავინახეთ მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც ვიცით, რომ პოლიტიზებულია.  მე შინაგანად ყოველთვის მეშინოდა, რომ არ მომხდარიყო ამ პროცესის ისე პოლიტიზება, რომ ამას გავლენა მოეხდინა მოსამართლეზე. როგორც აღმოჩნდა, მთლიანად დაინგრა პროკურატურის მთელი ბრალდება, რომლის საფუძველზეც დააკავეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი. რომლის საფუძველზეც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ამდენი ისაუბრა, რომ რაღაც შეკითხვები აქვს და თურმე ფული ყოფილა გაფლანგული თავდაცვის სამინისტროში. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. ვიცი, რომ  ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორობას დაჰპირდა“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics