18:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 11:37:59, 938 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადონ

„არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით, რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია“, -  ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყების წინა გამართულ ბრიფინგზე, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

პრემიერის განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას დავალიანება 51 მილიონ ლარამდე ერიცხება. მისივე განმარტებით, სანქციების გამოყენება კომპანისს მიმართ 11-ჯერ გადავადდა.

„მე მქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან, ისევ როგორც მის აქციონერებთან, ჩვენ ვართ მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე და მე ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.  11-ჯერ გადაუვადდა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან იმ სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია, ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში, ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს. შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ უფრო დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ბიზნეს საქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი, და ის უნდა გადაიხადოს ყველამ. არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას, რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს. გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ. ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი, რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს საშუალებას კომპანიას, აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანება.მიდგომა გახლდათ სწორედ ასეთი. ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა, მე ვფიქრობ ამაზე გააკეთეს ძალიან დეტალური განმარტება. 11-ჯერ მოხდა გადავადება.საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არ არის არავინ. ბუნებრივია, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც გადასადგმელია ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ, ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics