2018-09-11 22:01:35, 1086 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, სარალიძეს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
დამატებით დეტალები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის ექიმი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.
ავტორი: ,