|
2018-09-11 21:05:35, 874 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილს უნდა, საქართველო ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად აქციოს
„ჩემ დროს საქართველო ხდებოდა რეგიონული ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითარების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების, ივანიშვილმა კი ყველაფერი ეს ჩამოაშორა და უნდა საქართველოს ქცევა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ მას უნდა, რომ საქართველო მარიხუანის მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდეს. „გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე ილაპარაკებდა, მაგრამ ის პირდაპირ საქმეზე გადავიდა. მან თავის პარტიას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი. რას ვამბობდი მე რამდენიმე თვის წინ? რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად? რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა, მისმა დეიდაშვილმა ჩამოიყვანა ამერიკიდან ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება, ახლა აკეთებენ კიდეც. ჩემ დროს საქართველო ხდებოდა რეგიონული ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითარების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების, ივანიშვილმა ყველაფერი ეს ჩამოაშორა და უნდა საქართველოს ქცევა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად“, - განაცხადა სააკშვილმა. სააკშვილი ასევე მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას გამოეხმაურა. „მე მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ წევრებს, თქვენც ხომ ქართველები ხართ ხალხო, პოლიტიკურად შეიძლება არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ თქვენც ხომ გიყვართ ეს ქვეყანა, თქვენც ხომ ხვდებით, რომ ივანიშვილი ძალიან დიდ შარში გხვევთ?! ჯერ სალომე, საქართველოს მოღალატე და მტერი დაგასვათ კანდიდატად და ახლა ხელს გაწერინებთ წარმოუდგენელ საზიზღრობაზე. ივანიშვილს ეზიზღება საქართველო და უყვარს ფული. ამიტომ ის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს და უნდა საქართველოს გადაგვარება, საქართველოს ნარკოტიკების მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ქცევით და იმით, რომ ნარკოტიკების მაღაზიების ქსელის გადაკეთება უნდათ მას, უჩას და მის შვილ ბერას მთელ საქართველოში. იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, იმისათვის, რომ საქართველო არ გადაშენდეს, მე მინდა ახლა ყველანი დავირაზმოთ. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიულ კუთვნილებას. ეს კაცი არის ძალიან დიდი ბოროტება. ამ ბოროტებამ არ უნდა გაიდგას ფესვები საქართველოში. ეს იქნება საქართველოს ყველაზე დიდი სირცხვილი, თუ ეს კაცი, ეს პიტონი, რომელმაც მოაჯადოვა, დააჰიპნოზა საქართველოს ნაწილი რაღაც პერიოდი, გაიდგამს ფესვებს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით ქვეყნის გარეშე, აღარ გვექნება სამშობლო. მე სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ამას ბოლომდე შევებრძოლები. მე არ დავუშვებ იმას, რომ ჩვენ დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის გარეშე, თქვენი დახმარება მინდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)