03:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 20:12:24, 601 ნახვა

რეგიონი
გიორგი ხოჯევანიშვილი: ყველა პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება, მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე

სახელმწიფო სექტორში მუშაობა არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, - ეს განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო „მოზაიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კერძო სექტორიდან შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

მისივე თქმით, კერძო სექტორში მუშაობის დროს, მას უკეთესი ანაზღაურება ჰქონდა, რეგიონის პირველი პირის თანამდებობის დაკავებაზე დათანხმებას კი იმით ხსნის, რომ მისთვის შიდა ქართლის რეგიონი სულ ერთი არ არის:

,,სახელმწიფო სექტორში მუშაობა  დიდი პატივი და ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. კერძო სექტორი საშუალებას აძლევს ადამიანს ჰქონდეს შედარებით მეტი შემოსავალი, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩემთვის შიდა ქართლი და გორი სულ ერთი არ არის. მომეცა საშუალება რეგიონისთვის სასიკეთი საქმიანობა განმეხორციელებინა და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

ამავე გადაცემაში რწმუნებულმა ვრცლად ისაუბრა რეგიონის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივებზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის  და  მათთან თანამშრომლობის  მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე  რეგიონის სოფლების  მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები, რომლის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ყველა პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება, მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics