17:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 19:43:59, 936 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას წარმოებაზე: მიხვდნენ, რომ ეს სარფიანი ბაზარია

„ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეს არის სარფიანი ბაზარი და ნამდვილად ასეა. მარტო სამედიცინო მარიხუანა რომ ავიღოთ, ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი ბაზარი მთელ დედამიწაზე. მილიარდობით დოლარს აღწევს უკვე და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ეს ჩაიგდონ ხელში“, - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ამ ფორმით კანონის მიღებას ვერ შეძლებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოხმარება ეხებოდა რეკრეაციული მარიხუანას მოხმარებას და არა სამედიცინო მარიხუანას მოხმარებას, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაიწყეს ახლა საუბარი მხოლოდდამხოლოდ სამედიცინოზე და არ საუბრობენ რეკრეაციულ მარიხუანაზე, იმიტომ რომ მთავარი რაც იყო გასაკეთებელი იყო ის, რომ საკონსიტუციო სასამართლომ შექმნა რეალობა, რომ მოხმარება არის ლეგალური და მოხმარების გზები არ არის ლეგალური. ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეს არის სარფიანი ბაზარი და ნამდვილად ასე არის. მარტო სამედიცინო მარიხუანა რომ ავიღოთ, ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი ბაზარი მთელ დედამიწაზე. მილიარდობით დოლარს აღწევს უკვე და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ეს ჩაიგდონ ხელში და ახლავე ვამბობ, რომ არ გამოუვათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics