|
2018-09-11 18:49:40, 1181 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ჩვენი ძალისხმევა უცვლელი რჩება, როგორც ნატოს, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო მისიებში
„ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ ვართ მზად და ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა რჩება უცვლელი, როგორც ნატოს გზაზე, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო მისიებში“, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ზე განაცხადა ლევან იზორიამ სესიაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების კონტექსტს ეხებოდა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მოდერატორის, კოლინ გრაფის შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. როგორც მინისტრმა განაცხადა, უკვე დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში დაეხმარება. მან თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება: „პერსონალზე დანახარჯები ჩვენს ბიუჯეტში 67%-დან 54%-მდე შევამცირეთ, რაც იყო ჩვენს მიერ მიღებული ძალზე მტკიცე და რთული გადაწყვეტილება, დაზოგილი თანხები მივმართეთ აღჭურვილობაზე და ამჟამად ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ვხარჯავთ თავდაცვაზე, და პირველად, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს აღჭურვილობაზე. ჩვენ მივიღეთ „ჯაველინის“ სისტემა აშშ-სგან და ახლა უკვე მოვითხოვეთ „სტინგერის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი მომზადებისთვის და როგორც მე ვუწოდე - სტრატეგიული მზადყოფნისთვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლა, ინფორმირება და თეორიული მიდგომა, არამედ სამხედრო კომპონენტით გაძლიერება. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთობის განმტკიცება და სამხედრო სიძლიერის ამაღლება. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა აშშ-ის მხარდაჭერით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების თანადგომით, განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ყოველდღიურად იყოს მზად ნატოს წევრობისთვის", -განაცხადა იზორიამ
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)