|
2018-09-11 12:46:03, 704 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ტექნიკური კომიტეტის სხდომას მასპინძლობს
11-12 სექტემბერს თბილისში ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის ,,თერმომეტრია და თბოფიზიკა“ სხდომა ტარდება. კომიტეტის სხდომა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ და ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი პოხოდუნმა გახსნეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობენ დელეგატები რვა ქვეყნიდან: უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, ბელარუსი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი. COOMET-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში ქართველი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობენ. სხდომის ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ტემპერატურისა და ტენიანობის სფეროში საერთაშორისო მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტი წარმოადგენს მეტროლოგიის სხვადასხვა მიმართულების რეგიონულ ორგანიზაციას. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ტექნიკური კომიტეტების საქმიანობაში და საერთაშორისო შედარებებში, რაც მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის კუთხით. მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი წილი სწორედ მეტროლოგიური გაზომვების სიზუსტეზე მოდის. საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ნინო მიქანაძის ინფორმაციით, ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტი მნიშვნელოვანი ორგანოა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს დაგეგმილი და უკვე მიღწეული აქვს საერთაშორისო აღიარება ტემპერატურული გაზომვების მიმართულებით, თუმცა, ასევე გეგმავს საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ტენიანობის მიმართულებით. „შესაბამისად, აღნიშნულ კომიტეტში ჩვენი უწყების თანამშრომლობა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას როგორც ტემპერატურული, ასევე ტენიანობის გაზომვების კუთხით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ლაბორატორიებისა და საწარმოებისთვის, რადგან მათ უკვე ადგილზე ექნებათ აღნიშნულ სფეროებში ხელმისაწვდომი, აღიარებული სერვისები“, - აღნიშნა ნინო მიქანაძემ. მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის სხდომა 12 სექტემბერს ტექნიკური ოქმის მიღებით დაასრულებს მუშაობას.
(NS)
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)