11:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 12:03:10, 764 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი CPT-ის წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მიკოლა გნატოვსკი ხელმძღვანელობს. 

შეხვედრაზე საუბარი პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ზვიად მიხანაშვილმა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულების რისკების მიხევდით კლასიფიკაციაზე, ასევე, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნასა და სხვა განხორციელებულ პროექტებზე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წარმომადგენლებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი N12 პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება, აქვე, ზვიად მიხანაშვილმა სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ახალ N7 პენიტენციური დაწესებულების გახსნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციის (CPT) წარმომადგენლებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისგან კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებს მოინახულებენ და 21 სექტემბერს შემაჯამებელ შეხვედრებს გამართავენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics