11:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 19:00:39, 422 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს დაეხმარება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 15 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს.

აქედან, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 12 ოჯახის თაობაზე, მათ ფინანსური დახმარება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ. ხოლო, 3 ოჯახთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიჩნიეს სრულად და შესაბამის მუნიციპალიტეტებს დაავალეს დაზუსტებული ინფორმაციის უმოკლეს ვადაში წარმოდგენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics