|
2018-09-10 17:23:26, 1721 ნახვა
საზოგადოება
მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ: მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური. ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. შეგახსენებთ, მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. 2007 წელს იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, თუმცა 2008 წლიდან კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება თამარ სანიკიძეს, იგი 2012-2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2013-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ამის შემდეგ იგი დღემდე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)