|
2018-09-10 15:30:59, 781 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. „ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების ნაკლებობა. არსებულ პარკებშიც გვაქვს სერიოზული პრობლემები და მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს მათი განახლება-რეაბილიტაცია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პარკს, აქ მოეწყობა დაახლოებით 700 მეტრიანი ველობილიკი, სათამაშო სივრცეები ბავშვებისთვის, მთლიანად განახლდება შადრევანი, ასევე, მოეწყობა კაფე დამსვენებლებისთვის. გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი ძაღლების გასასეირნებლად. აქ პრობლემა იყო ხეებთან დაკავშირებით. დაახლოებით, 400 ძირი გამხმარი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფიჭვი მოიჭრა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ამ პარკს არ ეხება, ზოგადად, ამ მხრივ ქალაქში სერიოზული პრობლემაა. დაახლოებით, 20 ათასამდე უვარგისი ხეა უკვე მონიშნული, რომელიც აუცილებლად უნდა მოიჭრას სხვადასხვა ლოკაციაზე. აქ 460 ძირი ხე დაირგვება, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი“’, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მლნ ლარი ჯდება. ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პარკში არსებული საღი ხეების შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და განთავსდება სეპარირების ურნები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.
(NS)
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)