|
2018-09-10 15:27:16, 535 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა. "დღეს წარვადგინეთ ბულვარის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ამ დრომდე მოადგილედ მუშაობდა ამავე უწყებაში. ბატონი ირაკლი არის გამოცდილი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის წარმატებით განახორციელებს იმ ამოცანებს, რომლებიც ბულვარის წინაშე დგას. ბულვარი არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. მნიშვნელოვანია, რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს მის განვითარებას. ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა იქნება სამართლიანი, როგორც კერძო სექტორის, ისე ქალაქთან და ბულვართან მიმართებაში. ყველა ის პროექტი, ახალი ინიციატივა დაეფუძნება ამ პრინციპს და ამ პრინციპის დაცვის გათვალისწინებით საზოგადოების ინტერესებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის ბულვარის ახალი მმართველისთვის პრიორიტეტებია ძველი ბულვარის კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნება/კონსერვაცია, ახალი ბულვარის განვითარება და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უცხოურ პარკებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით. ირაკლი ჯინჭარაძე 2017 წლიდან დღემდე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურებსა და კერძო კომპანიებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ბოლო წლებში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)