|
2018-09-10 14:31:51, 787 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო - შპს „ინჟინერთა ჯგუფის“ სააღსრულებო საქმისწარმოება ეფექტურად მიმდინარეობს
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, შპს „ინჟინერთა ჯგუფის“ სააღსრულებო საქმისწარმოება ეფექტურად მიმდინარეობს. როგორც ბიუროში აცხადებენ, შპს ,,ინჟინერთა ჯგუფის“ მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება დაწყებულია 10 აგვისტოდან და 34 საქმეს აერთიანებს. „საქმისწარმოება თავისი შინაარსით და მოცულობით კომპლექსურია. თუმცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ეფექტური სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებით, უმოკლეს დროში, უზრუნველყო მოთხოვნილი თანხის უმეტესი ნაწილის, 300 ათას ლარამდე თანხის ამოღება. დანარჩენ ნაწილზე გრძელდება იძულებითი ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ, ბიუროში შემოსულია არა ერთი საჩივარი აღსასრულებელი აქტების სამართლებრივი შესწავლის მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს საკითხის სამართლებრივ გამოკვლევას, რომლის დასრულების შემდეგ, ბიურო იმოქმედებს კანონის შესაბამისად და მოახდენს ამოღებული თანხის განკარგვას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური შეხვდა კრედიტორ მხარეებს, რომელთაც, თანხის დროული მიღების მოთხოვნით, ბიუროს ეზოში აქცია გამართეს. შეხვედრაზე კრედოტორებს განემარტათ საქმისწარმოების მიმდინარეობის პროცედურები. აღსრულების ეროვნული ბიურო მაქსიმალურად მოკლე დროში და მხარეთა ინტერესების დაცვით, უზრუნველყოფს მოცემული საქმის აღსრულებას“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
(NS)
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)