06:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 18:14:43, 1262 ნახვა

საზოგადოება
„კარგი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია, როგორც მწვრთნელი შევეცდები გვერდზე დავუდგე“ - ვაისი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

"გურამ კაშია არის ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ფეხბურთელია, როგორც მწვრთნელი ყველანაირად შევეცდები გვერდზე დავუდგე", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა. 

ვაისმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ხვალინდელ მატჩზე უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცვან, რათა თამაში უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

"ჩემთვის ეს ვითარება გაუგებარია, ვალდებული ვარ კაშიას მხარი დავუჭირო როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს გამართავს. საქართველოს ნაკრები ლატვიას დინამო არენაზე 20:00 საათზე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავენ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics