03:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 12:31:39, 670 ნახვა

რეგიონი
კახეთში რთველი შეფერხების გარეშე გრძელდება

რთველი-2018-ის ფარგლებში, ყურძნის გადამუშავების განვლილი დღე-ღამის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია: 50-მდე ღვინის საწარმოს ყურძენი 925-მა მევენახემ ჩააბარა, სულ დღეღამურად გადამუშავდა 6 ათას ტონამდე ყურძენი.

08 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 23 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 14 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 37 მლნ ლარს გადააჭარბა. 

 „განვლილ დღე-ღამეში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ რთველი პიკურ ფაზაშია.  რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე შეაჩერა მუშაობა, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას", - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.

ყურძნის გადამუშავების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მევენახეებს მხოლოდ რამდენიმე საათი მოუწიათ რიგში დგომა, რაც აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა.

7 სექტემბერს, კახეთის მასშტაბით რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია: - გურჯაანში  - 16, თელავში  - 16, ყვარელში - 10, ახმეტაში - 3, დედოფლისწყაროში - 1, ლაგოდეხში - 1, საგარეჯოში - 2 და სიღნაღში - 1.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ყურძენი უკვე გადაამუშავა 71-მა ღვინის კომპანიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics