16:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 19:33:12, 1342 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: არ შეიძლება, ყოფილი მაღალჩინოსნები გადამხდელის ხარჯზე პრივილეგიებით სარგებლობდნენ

"ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს, პირველ რიგში, რომ არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე, ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს უნდა გავრცელდეს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრზეც.

„ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა დაიწყო პარლამენტის რეგლამენტის განხილვის დროს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო მოწვევის განმავლობაში, ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდება ეს პრივილეგია, რაც არ არის, სწორი. ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს პირველ რიგში, რომ არ არის ეს სწორი და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე,  ყოფილ პრემიერებზე და ყოფილ პრეზიდენტებზე. არ შეიძლება გადამხდელების ხარჯზე სარგებლობდნენ ასეთი მატერიალური პრივილეგიებით ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მის პოზიციას უმრავლესობაც იზიარებს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. არ არის სწორი ის, რომ კიდევ ერთხელ, ჩემი პოზიციაა და ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობა, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არ უნდა სარგებლობდეს მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო, არაფრისთვის არ არის  საჭირო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის სწორი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული ადამიანებს, შესაბამისი კომენტარების გაკეთებისას, სუბიექტური ინტერესები ამოძრავებთ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის თანახმად, პრეზიდენტსა და პრემიერს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურებათ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics