08:22 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 16:54:22, 1196 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარე დანა ბალკაროვა ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო 2016 წლიდან შეტანხმების „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“ ხელმომწერია და ყურადღება შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე გაამახვილა.

ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარის დანა ბალკაროვას განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მზაობა გარემოსდაცვითი მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics