|
2018-09-06 16:10:49, 1093 ნახვა
საზოგადოება
ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსი მინიჭების საკითხი წარუდგინა. ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაღებად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს აუცილებელია თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო ჰქონდეთ, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა ფუნქციებში შედის როგორც მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და მასთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ალტერნატიული სასწავლო რესურსების შექმნა-მოძიება და სხვა. „2018 წლის 20 ივლისს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე, სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, მათზე არ ვრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები, არ ექცეოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, არ არსებობდა შრომის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა, რაც მათ დემოტივაციას იწვევდა. ცვლილებების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებშიგანისაზღვრება. მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასვე იცვლება სკოლების დაფინანსება. კერძოდ, თუ სსსმ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა, ცვლილებების შემდეგ დაფინანსება 500 ლარი გახდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)