15:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 15:39:25, 1224 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს

ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენით გამოწვეული ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.

„საქართველოს მთავრობამ 2013 წელს წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც თითოეულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის ის სერვისები, რომლებიც, ფინანსური ბარიერების გამო, მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. 2017 წლიდან, ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა, შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50%-იან ფასდაკლებას. რამდენიმე მედიკამენტზე ფასდაკლება 80 %-მდეც გაიზარდა. 3 სექტემბრიდან ფასდაკლებით სარგებლობენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე წელიწადზე მეტია, შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში - სიმბოლურ ფასად. გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მოსახლეობისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50%-მდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პროგრამა გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტის შეძენაზე  ე.წ ჯიბიდან გადახდილი ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც მოსახლეობას შევპირდი, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ხარჯი მინიმალური გახდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც უჭირს და სოციალურად დაუცველია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics